თარიღი: 2025-04-28 - 2025-04-28
28 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის საკონსულტაციო ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა - „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - გეგმის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის სტრატეგია, ფინანსური პროგნოზირების მეთოდები და ფინანსური შედეგების შეფასების ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ბიზნეს-გეგმაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე 25 აპრილის ჩათვლით, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა მაქსიმუმ 10 მონაწილე.
ერთი კომპანიიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი პირის დასწრება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დირექტორს.
ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს, მის: ახალციხე, რუსთაველის N50, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.