თარიღი: 2025-04-29 - 2025-05-01
29 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის საკონსულტაციო ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ტრენინგი საგადასახადო საკითხებში.
ტრენინგი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო კანონები და რეგულაციები, საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა, დღგ-სა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადები და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მაკა პეტაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 27 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს, მის: ახალციხე, რუსთაველის N50, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.