თარიღი: 2025-05-01 - 2025-05-01
პირველ მაისს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იმერეთში გაიმართება დისტანციური სამუშაო შეხვედრა - "როგორ გავზარდოთ ახალი კლიენტების რაოდენობა და შევასრულოთ გაყიდვების გეგმა".
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის ტექნიკები, მომხმარებლების ქცევები და მოტივები, გაყიდვების სწორი ტექნიკის შერჩევა და მომხმარებელზე ზრუნვის ტექნიკების იდენტიფიცირება. სამუშაო შეხვედრაზე მეწარმეებს ექნებათ საშუალება შეიმუშაონ თავიანთი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისთვის საჭირო მასალები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - დარეჯან ლიპარტელიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 28 აპრილის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დირექტორს, ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.
ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა 10 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.