როგორ გამოვიყენოთ სტრატეგიის დაგეგმვის პრინციპები ბიზნესის ზრდისთვის - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-02-28 - 2025-02-28

28 თებერვალს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გამოვიყენოთ სტრატეგიის დაგეგმვის პრინციპები ბიზნესის ზრდისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ბიზნეს მოდელირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები, მათ შორის - კომპანიის მისიის, ხედვის და ღირებულების მნიშვნელობა, საკუთარი ბიზნესის მდგომარეობის შეფასება, სტრატეგიის შემუშავება და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.          

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - გვანცა დევრისაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 20 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად შეირჩევა 8 მონაწილე.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს - მის: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5/16-18, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი