როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-02-24 - 2025-02-24

24 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა მეწარმეთათვის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - გეგმის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის სტრატეგია, ფინანსური პროგნოზირების მეთოდები და ფინანსური შედეგების შეფასების ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ბიზნეს-გეგმაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თამარ ონიანი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 თებერვლის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. თითოეული კომპანიიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი პირის დასწრება, რომელიც უნდა იყოს კომპანიის დამფუძნებელი ან/და დირექტორი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი