თარიღი: 2025-02-21 - 2025-02-21
21 თებერვალს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ შევიმუშაოთ ეფექტური ხელშეკრულება (როგორ მივაღწიოთ სასურველ შეთანხმებას).
სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ხელშეკრულების ფორმირება, მოლაპარაკების ხელოვნება, ხელშეკრულების შედგენა (მომსახურების ხელშეკრულება, შრომის ხელშეკრულება, გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულება, წინარე ხელშეკრულება).
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ზურაბ ნატროშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 16 თებერვლის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.