თარიღი: 2025-02-27 - 2025-02-27
27 თებერვალს, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავზარდოთ ახალი კლიენტების რაოდენობა და შევასრულოთ გაყიდვების გეგმა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის ტექნიკები, მომხმარებლების ქცევები და მოტივები, გაყიდვების სწორი ტექნიკის შერჩევა და მომხმარებელზე ზრუნვის ტექნიკების იდენტიფიცირება. სამუშაო შეხვედრაზე მეწარმეებს ექნებათ საშუალება შეიმუშაონ თავიანთი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისთვის საჭირო მასალები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - დარეჯან ლიპარტელიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 20 თებერვლის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა 8 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
ვორქშოპი ჩატარდება ახმეტაში, მის: ქ.ახმეტა, რუსთაველის ქ.N3, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის შენობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.