როგორ შევიმუშაოთ წლიური ბიუჯეტი - სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-10-23 - 2024-10-23

23 ოქტომბერს, კახეთის საკონსულტაციო ცენტრში, მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, "როგორ შევიმუშაოთ წლიური ბიუჯეტი".

სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება წლიური ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბიუჯეტირების როლი და მიზნები, გავრცელებული მიდგომები, ბიუჯეტის სტრუქტურა და ძირითადი ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ ექსელის ფორმატში გაწერონ საკუთარი საქმიანობის წლიური ბიუჯეტი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. 

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მაკა პეტაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 17 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები