როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასახადო დაბეგვრა - სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-10-22 - 2024-10-22

22 ოქტომბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასადახო დაბეგვრა.

სამუშაო შეხვედრა შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა, გადასახადების გადახდის ვადები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დამსწრე პირთა კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - მაკა პეტაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 17 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი