თარიღი: 2024-08-19 - 2024-08-19
19 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაციფრულოთ კომპანიის ბიზნეს პროცესები.
სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება გაციფრულებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები როგორიცაა ბიზნეს პროცესები იდენტიფიცირება გაციფრულებისთვის, კონკრეტული პროცესების გაციფრულების მაგალითების განხილვა, გაციფრულების მეთოდოლოგიები, გაციფრულების პოტენციური შედეგების მიმოხილვა. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ხატია ბაბუხადია.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 14 აგვისტოს ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.