როგორ შევიმუშავოთ თანამშრომელთა აყვანის ეფექტური პროცესი - დისტანციური სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-08-29 - 2024-08-29

29 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეთათვის ჩატარდება დისტანციური (Zoom) სამუშაო შეხვედრა - როგორ შევიმუშავოთ თანამშრომელთა აყვანის ეფექტური პროცესი.

სამუშაო შეხვედრაზე დაიფარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხები, მათ შორის - პერსონალის ძიებისა და შერჩევის სტანდარტები, კანდიდატის პროფილის შემუშავება, ძიების ეფექტური მეთოდები, პერსონალის დაქირავების წყაროები, რეზიუმეს ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეები შეიმუშავებენ საკუთარი კომპანიისთვის ვაკანტური პოზიციის აღწერილობას და ინტერვიუსთვის საჭრო კითხვებს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. 

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - სალომე მაცაბერიძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 26 აგვისტოს ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი