თარიღი: 2024-08-30 - 2024-08-30
30 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეთათვის ჩატარდება დისტანციური (Zoom) სამუშაო შეხვედრა - როგორ შევიმუშავოთ წლიური ბიუჯეტი.
სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება წლიური ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბიუჯეტირების როლი და მიზნები, გავრცელებული მიდგომები, ბიუჯეტის სტრუქტურა და ძირითადი ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ ექსელის ფორმატში გაწერონ საკუთარი საქმიანობის წლიური ბიუჯეტი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 25 აგვისტოს ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.