როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასახადო დაბეგვრა - სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-08-26 - 2024-08-26

26 აგვისტოს, კახეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასადახო დაბეგვრა.

სამუშაო შეხვედრა შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა, გადასახადების გადახდის ვადები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მაკა პეტაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 20 აგვისტოს ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი