მარკეტინგი - დისტანციური ტრენინგი (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-07-22 - 2024-07-26

22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონის მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური (Online) ტრენინგი ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით.

ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბრენდინგის საფუძვლები, ბრენდის პოზიციონირება, ფასწარმოქმნა, მარკეტინგული სტრატეგია და კომერციალიზაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. დამსაქმებელს ასევე შეუძლია ტრენინგზე დაარეგისტრიროს თავისი მაქსიმუმ ორი თანამშრომელი.          

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 15 ივლისის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი