როგორ გავზარდოთ ახალი კლიენტების რაოდენობა და შევასრულოთ გაყიდვების გეგმა - სამუშაო შეხვედრა (გაუქმებულია)




თარიღი: 2024-07-26 - 2024-07-26

26 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ზემო სვანეთის განვითარებისა და რეფორმების ცენტრის მხარდაჭერით, მესტიიის მუნიციპალიტეტში, რეგიონის მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავზარდოთ ახალი კლიენტების რაოდენობა და შევასრულოთ გაყიდვების გეგმა.

სამუშაო შეხვედრა შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის ტექნიკები, მომხმარებლების ქცევები და მოტივები, გაყიდვების სწორი ტექნიკის შერჩევა და მომხმარებელზე ზრუნვის ტექნიკების იდენტიფიცირება. სამუშაო შეხვედრაზე მეწარმეებს ექნებათ საშუალება შეიმუშაონ თავიანთი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისთვის საჭირო მასალები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის რეგისტრაცია.          

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნანა კუპრაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 19 ივლისის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.

ვორქშოფი ჩატარდება მესტიაში, სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეში. მის: ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

 

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები