ფინანსები და ბუღალტერია - დისტანციური ტრენინგი (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-07-22 - 2024-07-26

22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, კახეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით რეგიონის მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური (Online) ტრენინგი ფინანსების და ბუღალტერიის მიმართულებით.

ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგების მიზანი, სტრუქტურა და ფორმატი, ბიუჯეტირების ძირითადი მიდგომები, ფინანსური ინდიკატორები, შემოსავლის და მოგების პროგნოზირება და თანხის მოზიდვა ბიზნესისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ღონისძიებაზე ერთი ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.          

ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მიხეილ ჟუჟუნაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე  17 ივლისის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დამსწრე პირთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები