იურიდიული საკითხები - ტრენინგი (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-07-23 - 2024-07-26

23 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა იურიდიული საფუძვლები მეწარმეებისთვის, იურიდიული ხელშეკრულებები, იურიდიული რისკები და საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, ინტელექტუალური საკუთრება. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.          

ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერები ნუკრი ჯინჭარაძე და ზურაბ ნატროშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 18 ივლისის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დასასწრებად შეირჩევა მაქსიმუმ 15 მონაწილე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები