როგორ გამოვიყენოთ სტრატეგიის დაგეგმვის პრინციპები ბიზნესის ზრდისთვის - სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-07-22 - 2024-07-22

22 ივლისს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ დავგეგმოთ საკუთარი ბიზნესი და შევიმუშაოთ ბიზნეს სტრატეგია.

სამუშაო შეხვედრაზე დაიფარება ბიზნეს მოდელირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები, მათ შორის - კომპანიის მისიის, ხედვის და ღირებულების მნიშვნელობა, საკუთარი ბიზნესის მდგომარეობის შეფასება, სტრატეგიის შემუშავება და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეები შეიმუშავებენ საკუთარი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის დოკუმენტს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.          

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ქეთევან ნოზაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 15 ივლისის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი