თარიღი: 2024-05-22 - 2024-05-22
22 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასადახო დაბეგვრა.
სამუშაო შეხვედრა შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა, გადასახადების გადახდის ვადები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მაკა პეტაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 17 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.