თარიღი: 2024-03-25 - 2024-03-29
25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სიღრმისეული ტრენინგი მარკეტინგის მიმართულებით.
ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბრენდინგის საფუძვლები, ბრენდის პოზიციონირება, ფასწარმოქმნა, მარკეტინგული სტრატეგია და კომერციალიზაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. დამსაქმებელს ასევე შეუძლია ტრენინგზე დაარეგისტრიროს თავისი მაქსიმუმ ორი თანამშრომელი.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 მარტის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია თქვენი პირადი კაბინეტიდან. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ:
ასატვირთი დოკუმენტები:
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.