როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა? (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-02-20 - 2024-02-20

20 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“.

სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - გეგმის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის სტრატეგია, ფინანსური პროგნოზირების მეთოდები და ფინანსური შედეგების შეფასების ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ბიზნეს-გეგმაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსი.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება შპს ბდო კონსალტინგის ექსპერტი - თამარ ონიანი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და 12 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

  • ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8;
  • რეგისტრაციის გავლით ადასტურებთ თქვენს სურვილს, დაესწროთ ყველა დაგეგმილ სესიას;

ასატვირთი დოკუმენტები:

  • თქვენი რეზიუმე;

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1

მიმაგრებული ფაილები

1. სილაბუსი
2. დამსწრე პირთა კრიტერიუმები
3. შეფასების კრიტერიუმები