
თარიღი: 2026-11-26 - 2026-11-26
30 ნოემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “ISO 9001 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ISO 9001:2015 სტანდარტის ძირითადი მოთხოვნები, ხარისხის მენეჯმენტის პრინციპები, ბიზნესპროცესების მუდმივი გაუმჯობესების, რისკების მართვისა და შიდა აუდიტის მიდგომები, ასევე ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და სერტიფიცირებისთვის მომზადების ეტაპები. პრაქტიკული დავალებების საფუძველზე მონაწილეები გააანალიზებენ საკუთარი კომპანიის ბიზნესგარემოს, გამოავლენენ რისკებსა და პროცესებში არსებულ ხარვეზებს და განსაზღვრავენ მათი გაუმჯობესების გზებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ მოწვეული ტრენერი - ეკატერინე აღამანაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 19 ნოემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.