გადასახადები - ტრენინგი




თარიღი: 2026-11-18 - 2026-11-20

18-20 ნოემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი - "გადასახადები".

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, ბიზნესისთვის შესაბამისი საგადასახადო სტატუსები, გადასახადების გამოთვლის, დეკლარირებისა და გადახდის წესები, საგადასახადო შეღავათები, კონტროლისა და დავების საკითხები. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მონაწილეები გაეცნობიან ფიზიკური პირებისა და საწარმოების ძირითად საგადასახადო ვალდებულებებსა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალის (RS.ge) გამოყენებას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.

ტრენინგი გაიმართება 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - თეონა პაპიაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 ნოემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები