თარიღი: 2024-02-26 - 2024-02-29
26 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საგადასახადო კანონები და რეგულაციები, საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა, დღგ-სა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადები და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. დამსაქმებელს ასევე შეუძლია ტრენინგზე დაარეგისტრიროს თავისი მაქსიმუმ ორი თანამშრომელი.
ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - თეონა პაპიაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და 16 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ:
ასატვირთი დოკუმენტები:
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.