ციფრული გაყიდვები - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2026-10-30 - 2026-10-30

30 ოქტომბერს, შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა “ციფრული გაყიდვები”.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გაზარდონ გაყიდვები ციფრული არხების ეფექტიანი გამოყენებით. განხილული იქნება ონლაინ გაყიდვების პლატფორმების შერჩევა, პროდუქტის პოზიციონირება და ღირებულებითი შეთავაზების (Value Proposition) ჩამოყალიბება, ვებგვერდისა და Google Business Profile-ის ეფექტიანი გამოყენება, ონლაინ გადახდებისა და ლოჯისტიკის ორგანიზება, ასევე ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყოები. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები საკუთარი ბიზნესისთვის შეიმუშავებენ ციფრული გაყიდვების ძირითად გეგმას. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ - ტრენერი დარეჯან ლიპარტელიანი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 26 ოქტომბერი ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სამუშაო შევხედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. გორი, ამილახვრის ქ. N4, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები