ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა - ტრენინგი




თარიღი: 2026-10-27 - 2026-10-28

27-28 ოქტომბერს, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი - "ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა".

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს მოდელირების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების ძირითადი პრინციპები, ბიზნესის შეფასებისა და ანალიზის, განვითარების შესაძლებლობების გამოვლენის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი პრაქტიკაში განხორციელების თანამედროვე მიდგომები. პრაქტიკული დავალებების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული ბიზნესისთვის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.

ტრენინგი გაიმართება 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - ირმა ბერძენიშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N26 (ტექნოლოგიური ჰაბი), ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები