გაყიდვები - ტრენინგი




თარიღი: 2026-10-27 - 2026-10-28

27-28 ოქტომბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი გაყიდვებში.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, იდეალური კლიენტის პროფილის (ICP) განსაზღვრას, ღირებული შეთავაზების (Value Proposition) ფორმულირებასა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს. ასევე შეისწავლიან მოლაპარაკებისა და გარიგების დახურვის ტექნიკებს, გაყიდვების ძაბრისა და ლიდების მართვას, CRM-ისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე გაყიდვის შემდგომ ურთიერთობებს, მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი გაყიდვების ხელშეწყობას. იხ. სილაბუსი.

ტრენინგი გაიმართება 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - დარეჯან ლიპარტელიანი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები