თარიღი: 2025-11-19 - 2025-11-21
19-21 ნოემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი გაყიდვების მიმართულებით.
ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა გაყიდვების საფუძვლები და ძირითადი პრინციპები, ეფექტური უნარები და ინსტრუმენტები, გაყიდვების ძაბრის შექმნა და ციფრული გაყიდვები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი ქეთევან რუსიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 16 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 18.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.