თარიღი: 2025-10-24 - 2025-10-24
24 ოქტომბერს, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური სამუშაო შეხვედრა, "როგორ შევიმუშაოთ ეფექტური ხელშეკრულება".
სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ხელშეკრულების ფორმირება, მოლაპარაკების ხელოვნება, ხელშეკრულების შედგენა (მომსახურების ხელშეკრულება, შრომის ხელშეკრულება, გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულება, წინარე ხელშეკრულება).
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი ზურაბ ნატროშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 21 ოქტომბრის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.