
თარიღი: 2025-09-22 - 2025-09-26
22-26 სექტემბერს "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით.
ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფინანსური ანგარიშგების მიზანი, სტრუქტურა და ფორმატი, ბიუჯეტირების ძირითადი მიდგომები, ფინანსური ინდიკატორები, შემოსავლის და მოგების პროგნოზირება და თანხის მოზიდვა ბიზნესისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დასწრების კრიტერიუმებს.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მიხეილ ჟუჟუნაშვილი.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 18 სექტემბერს 17:00 საათამდე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმათქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დასასწრებად შეირჩევა 15 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.