
თარიღი: 2025-09-17 - 2025-09-17
17 სექტემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა მეწარმეთათვის - "როგორშევიმუშაოთწლიურიბიუჯეტი".
სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება წლიური ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბიუჯეტირების როლი და მიზნები, გავრცელებული მიდგომები, ბიუჯეტის სტრუქტურა და ძირითადი ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ ექსელის ფორმატში გაწერონ საკუთარი საქმიანობის წლიური ბიუჯეტი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მარიამ ბექაური.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, 14 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე გაიარეთ ავტორიზაციადა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილი ქ. N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.