თარიღი: 2025-10-21 - 2025-10-24
21-24 ოქტომბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში, ქ. ბათუმში, მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი საგადასახადო საკითხებში.
ტრენინგი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო კანონები და რეგულაციები, საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა, დღგ-სა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადები და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი, თეონა პაპიაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 16 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.