საკონულტაციო მომსახურების ფარგლებში დიაგნოსტირების მიზნით, სავალდებულოა მეწარმე სუბიექტი ეწვიოს რეგიონულ ცენტრს, სადაც ცენტრის თანამშრომელთან ერთად გაივლის ბიზნეს დიაგნოსტიკას - შეავსებს დიაგნოსტიკის კითხვარს.
შევსებული დიაგნოსტიკის ფორმას 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს სააგენტო და ადგენს კონკრეტული მეწარმე სუბიექტის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/მომსახურებების ჩამონათვალს.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში მეწარმეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საკონსულტაციო სერვისით შემდეგ მოდულებში:
საკონულტაციო კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციიდან გასული იყოს მინ.12 თვე და უფიქსირდებოდეს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არანაკლებ 30 000 ლარისა.
მეწარმე სუბიექტისთვის, საკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში არსებული მომსახურებით სარგებლობის რაოდენობა არ არის შეზღუდული დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, რომელიც III და IV კატეგორიის საწარმოსთვის არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს ყველა მიმართულებით გარდა გაციფრულებისა. გაციფრულების მიმართულებით მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 25 000 ლარით.
ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მეწარმე სუბიექტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საჭიროებებზე მორგებული ვორქშოპებით და ტრენინგებით შემდეგი მიმართულებით:
დიახ, შესაძლებელია, თუ დადგინდება აღნიშნული სერვისების საჭიროება.
არა, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების მიმართულებით დ განსზაღვრული სერვისები უფასოა
საკონსულტაციო ცენტრის საერთო სამუშაო სივრცის გამოყენება შეუძლია მეწარმე სუბიექტს, რომელიც რეგისტრირებულია ცენტრის ინფორმაციულ ბაზაში (საიტზე: www.growthhubs.ge)
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ბიზნესს, გარდა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი გამონაკლისებისა (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულტაციო ცენტრების ვებ გვერდზე )
საკონსულტაციო ცენტრი მეწარმეებს აწვდის სერვისებს შემდეგი მიმართულებებით:
საკონსულტაციო ცენტრში სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ხოლო, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ( ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) და საკონსულტაციო მომსახურების სერვისებით სარგებლობა შეუძლია მეწარმე სუბიექტს, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს იმ რეგიონში, სადაც მდებარეობს საკონსულტაციო ცენტრი.