პროგრამის მიზანია საქართველოში დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ბიზნესის განვითარების როგორც საწყის, ისე შემდგომ ეტაპზე.
სტარტას აქსელერაციის პროგრამის კონცეფცია გულისხმობს დამწყები თუ უკვე არსებული მეწარმეების გარკვეული კრიტერიუმებით შერჩევას და სწრაფად ზრდა / მასშტაბირებისთვის მომზადებას. აქსელერაციის პროგრამა შექმნილია იმ იდეით, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჰქონდეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც მას დაეხმარება ბიზნესის სწორად მართვაში, ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. პროგრამა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:
მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ტრენინგები და მენტორინგის პროგრამა ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამყარება შესაძლებელია უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოებით კვალიფიციურ, მდიდარი გამოცდილების მქონე მენტორებთან. აქსელერაციის მთელი პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით. პროგრამის დასრულების შემდგომ სტარტას მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გახდნენ starta Business Club - ის წევრები, რაც მათ საშუალებას აძლევთ მიიღონ დამატებითი ცოდნა / გამოცდილება ბიზნესისთვის საჭირო საკითხებზე ფიზიკური შეხვედრების ფორმატში, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით პროგრამის მხარდამჭერი კომპანიების სერვისებზე, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები დარგის ექსპერტებთან და მიიღონ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონებში დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები და განსაკუთრებით ეთნიკური / რელიგიური უმცირესობები.
პროექტის ფარგლებში კონკრეტული სექტორი არ არის შეზღუდული და დაინტერესების შემთხვევაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
პროგრამის ხორციელდება: მაღალმთიანი აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთის რეგიონებში
პროექტში მონაწილეობისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მოითხოვება
მიმდინარე
შენიშვნა: განაცხადების მიღება ხორციელდება 3 თვეში ერთხელ