Graduation- განვითარების პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერა, ბიზნესის განვითარების და დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით.

აღნიშნული გულისხმობს მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ფინანსური სერვისების მიწოდებით და ციფრული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობით.

 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2022 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთათვის განვითარების ე.წ. Graduation პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში, სააგენტო მეწარმეებს ეხმარება ფინანსური სერვისების გამართვასა და ციფრული უნარების გაუმჯობესებაში.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარს სრულად დაუფინანდება შეთავაზებული მხარდაჭერა ფინანსური სერვისების მიწოდების ნაწილში, ასევე სრულად დაუფინანსდება ციფრული უნარების გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული ტრენინგებში მონაწილეობა.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

2022 წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარები.

საქართველოს ყველა რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარდა

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2022 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული;
  • უნდა იყოს აქტიური ბიზნესი და მისი განვითარებისთვის ბენეფიციარს სჭირდებოდეს დამატებითი რესურსის მოძიება ფინანსური ინსტიტუტებისგან (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია);

ბიზნესის განხორციელების ადგილი არ უნდა იყოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო.

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროგრამის ფარგლებში საჭიროა რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/47XBNAt