პროექტის ფარგლებში შექმნილი ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს და დააფინანსოს პერსპექტიული იდეების განხორციელება ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებიდან, რომლებიც განხორციელდება მესამე მხარეებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: ასოციაციები, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.
ხარისხის ინფრასტრუქტურა გულისხმობს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, შესაბამისობის შეფასება, აკრედიტაცია. პროექტი გულისხმობს ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების მხარდაჭერას საკუთარი საქმიანობა და პროცესები მოარგონ დამატებული ღირებულების შექმნის, პროდუქტიულობის გაზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობას საერთაშორისო და ევროპული სანიმუშო პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელიც აქტუალურია ევროპული მწვანე შეთანხმების კონტექსტში.
დაფინანსების მოცულობა ერთი პროექტის შემთხვევაში შეადგენს მაქს. 80,000 ევროს
ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტები (სახელმწიფო, კერძო), კერძო სექტორი, ასოციაციები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები
პროექტი ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით
პროექტის მომზადება მწვანე ტრანსფორმაციისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის (მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, შესაბამისობის შეფასება|ლაბორატორიული ტესტირება, ინსპექტირება, სერტიფიცირება) საკითხებზე;
თანამშრომლობა PTB-ის პარტნიორ ორგანიზაციასთან საქართველოში:
განაცხადის ფორმა
პროექტის ერადგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი