
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/ აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

პროექტის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ აგროკრედიტ/აგროლიზინგს, როგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
თითოეული კომპონენტი მოიცავს ქვეკომპონენტებს ინდივიდუალური პირობებით
შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.
შენიშვნა : შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობისთვის გთხოვთ ეწვიოთ შესაბამისი კომპონენტის/ქვეკოპონენტის განყოფილებას

პროექტის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლია:
შენიშვნა: კომპონენტის მიხედვით განსხვავებულია პროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფი

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი, შენახვა-რეალიზაციის და სხვა მიზნობრიობის საწარმოები

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები დადგენილია ინდივიდუალურად თითოეული კომპონენტისტვის. (იხილეთ კომპონენტის/ქვეკომპონენტის შესაბამისი განყოფილება)

წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა განსაზღვრულია თითოეული ქვე-კომპოინენტის შესაბამისად

მიმდინარე
