ქართული ბოსტნეული სათბურებიდან

image
პროგრამის მიზანი:

„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის  გზით. 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ითვალისწინებს მეწარმეებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის საბრუნავი საშუალებებისთვის), რომლებიც მოიაზრებს კონსტრუქციულ ნაგებობას, გარდა ხის კონსტრუქციით მოწყობილი ნაგებობისა, რომელიც გადახურულია გამჭირვალე ან ნახევრად გამჭირვალე მასალით და განკუთვნილია ბოსტნეულის კულტურების საწარმოებლად წელიწადის სხვადასხვა პერიოდში და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას. 

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს.

სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება, წარდგენილი პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500,000 ლარისა, ამასთან სააგენტოს თანადაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამა ხორციელდება ყველა რეგიონში

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

სასათბურე მეურნეობა

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს   უნდა გააჩნდეს  სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი  პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს,

იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყება 7 ოქტომბრის 12:00 საათიდან

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების სასესხო განაცხადების მიღება განხორციელდება სააგენტოს პარტნიორ კომერციულ ბანკებში.
2კრედიტის დამტკიცების შემდეგ, ბანკი, გასცემს ინფორმაციას სესხის პარამეტრების შესახებ, რომელიც ბენეფიციარის მიერ იგზავნება satburi@rda.gov.ge - ზე, განაცხადთან ერთად
3თუ სააგენტოს მიერ დადგინდება დამტკიცებული სესხის პირობების და კრიტერიუმების შესაბამისობა იღებს დადებით გადაწყვეტილებას და ინფორმაციას უგზავნის ბენეფიციარს და ბანკს.