მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მრავალფეროვანი და უნივერსალური მექანიზმების შეთავაზებით, რომელიც მოიცავს:
პროგრამა ერთი სესხის/სალიზინგო პროგრამის ფარგლებში აერთიანებს ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმს.
სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულება მოიცავს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.
სესხის კომპონენტის ფარგლებში - სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5 პროცენტის ოდენობით. სესხის მინიმალური მოცულობაა 50,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 10,000,000 ლარი.
ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში - სააგენტო ახორციელებს სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3 პროცენტის ოდენობით. ლიზინგის საგნის მინიმალური ღირებულებაა 50,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 10,000,000 ლარი.
მხოლოდ „38 - ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და მოცილების საქმიანობები; ნარჩენების უტილიზაცია“ საქმიანობის შემთხვევაში სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობით და ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 2%.
საგარანტიო მიმართულება მოიცავს - პროგრამის ფარგლებში გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80 პროცენტის გარანტირებას სააგენტოს მხრიდან.
საგრანტო მიმართულება მოიცავს - სესხის/ლიზინგის კომპონენტში ჩართული ბენეფიციარისთვის დამტკიცებული და ათვისებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით ე.წ. „ქეშ ბექის“ შეთავაზებას, თუ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა თავსდება განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში.
საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს - საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 ლარისა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც:
ა) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში,
ბ)არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი;
გ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება
დ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (გარდა სასტუმრო და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიისა)
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ:
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
თანადაფინანსების და საგარანტიო მიმართულება:
საგრანტო მიმართულების დამატებითი კრიტერიუმი მოქმედი თანადაფინანსების მიმართულების ბენეფიციარებისთვის:
დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიმართავს კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველი კომპანიას /ლიზინგის გამცემ ორგანიზაციას შესაბამისი მოთხოვნით და წარადგენს მათ მიერ განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
მიმდინარე