ღონისძიების „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ მიზანია სოფლად მოქმედი და პოტენციური მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
ღონისძიების ძირითადი ამოცანებია:
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და არაუმეტეს 300,000 (სამასი ათასი) ლარისა.
ამასთან, სამინისტროს მიერ გასაწევი თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს, გარდა ახალგაზრდა მეწარმის კომპონენტისა, რომლის ფარგლებში თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ღირებულების 90%-ს.
აღნიშნული თანადაფინანსების თანხა კომპონენტების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად, კერძოდ:
ახალგაზრდა მეწარმე - ითვალისწინებს ახალგაზრდა მეწარმის მიერ საწარმოს შექმნას და/ან აღჭურვას, ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის სახით, რომლის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი არის ახალგაზრდა. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 25,000.0 ლარს და არაუმეტეს 30,000.0 ლარს;
გახდი აგრომეწარმე - ითვალისწინებს ახალი სასოფლო - სამეურნეო საწარმოს შექმნას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 40,000.0 ლარს და არაუმეტეს 100,000.0 ლარს;
აგროსაწარმოს გადაიარაღება / გაფართოება - ითვალისწინებს მოქმედი აგროსაწარმოს აღჭურვასა და/ან გაფართოებას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 ლარს და არაუმეტეს 100,000.0 ლარს;
აგროინვესტიცია - ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს როგორც მოქმედი საწარმოს აღჭურვასა და ტექნიკურ გადაიარაღებას, ასევე ახალი საწარმოს მოწყობასა და აღჭურვას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 100,000.0 (ასი ათასი) ლარს და არაუმეტეს 300,000.0 (სამასი ათასი) ლარს.
პროგრამა ხორციელდება აჭარის რეგიონის მასშტაბით (გარდა ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ე.წ. სამრეწველო ზონ(ები)სა და ქალაქ ქობულეთის ტერიტორიისა)
განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 9 თებერვლიდან უწყვეტ რეჟიმში.