სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

image
პროგრამის მიზანი:

ღონისძიების „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ მიზანია სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიღება შესასაძლებელია შემდეგ კომპონენტებში:

მემცენარეობის მიმართულებით - ერთწლოვანი კულტურების წარმოება და ახალი მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების გაშენების კომპონენტში ფინანსდება სოფლის მეურნეობის ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები 0.1 ჰა ფართობიდან. ამასთან, პროექტის ასევე საქონლის საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, ამასთან არაუმეტეს 40,000.0 ლარი.

მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების გაშენების მიზნით ნერგის შესყიდვა უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ჩართული სანერგე მეურნეობებიდან ან მათი იმპორტირებით.

მეციტრუსეობის მიმართულებით თანადაფინანსდება ბაღის გაშენება / განახლებისთვის საჭირო სარგავი მასალის შესყიდვა ფინანსდება - არაუმეტეს 80%-ით (ამასთან (ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“ შესყიდული ნერგი არ ფინანსდება, თუმცა თანადაფინანსების ყველა პირობა ვრცელდება).

ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის (მხოლოდ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ - ს მიერ წარმოებული ჩითილების გაადგილების შემთხვევაში) საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა - არაუმეტეს 70%.

200 კვ.მ და მეტი ფართობი სასათბურე მეურნეობისთვის თანადაფინანსდება სასათბურე მეურნეობის აღჭურვილობა (ფირი, გათბობა - გაგრილებისა და ირიგაცია - ფერტიგაციის სისტემები, კლიმატის შემქმნელი დანადგარ - მოწყობილობები (ბიოგაზის დანადგარი,მზის პანელები) და სხვა, გარდა სასათბურე კონსტრუქციისა (კარკასი)). საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, თუმცა არაუმეტეს 40,000 ლარი.

კარტოფილის (ელიტა, პირველი და მეორე რეპროდუქციის) წარმოებისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა მიწის ფართობზე (მხოლოდ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებისთვის) საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა - არაუმეტეს 70%, ამასთან არაუმეტეს 40,000 ლარი.

არსებული მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების ბაღების მოწყობის მიზნით თანადაფინანსდება ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, თუმცა - არაუმეტეს 20,000 ლარი.

5 000 კვ.მ და მეტ ფართობზე გაშენებული თხილის ბაღისთვის თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი თხილის სარჩევი, საკრეფი და სატეხი საშუალებების შესყიდვა.

გაშენებული ვენახის ბაღისთვის თანადაფინანსდება სახლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების საშუალებების შესყიდვა, შემდეგი თანადაფინანსების ლიმიტებით:

1 000 კვ.მ - 2 500 კვ.მ ფართობამდე - არაუმეტეს 5 000 ლარი;

2 500 კვ.მ და მეტი ფართობისთვის - 10 000 ლარი.

მეცხოველეობის მიმართულებით თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი წარმოება / შენახვა / გადამუშავება / შეფუთვა / რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები - არაუმეტეს 70%, არანაკლებ 500 და არაუმეტეს 40,000.0 ლარი, გარდა აღნიშნულისა:

  • რძის სეპარატორი - 70%, არაუმეტეს 280 ლარი;
  • კარაქის ამომყვანი (სადღვები) - 70%, არაუმეტეს 300 ლარი;
  • ელექტრო ღობის / მწყემსის აპარატი - 70%.

 

მეფუტკრეობს მიმართულებით თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი წარმოება / შენახვა / გადამუშავება / შეფუთვა / რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა საბაზისო ღირებულების არაუმეტეს 70%, არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10,000 ლარი.

ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების მიმართულებით

  • თანასაკუთრებაში / თანასარგებლობაში არსებულ 2 500 კვ.მ და მეტი ფართობის მიწის ნაკვეთისთვის თანადაფინანსდება ტექნიკურ საშუალებების შესყიდვის საბაზისო ღირებულების 70%, არაუმეტეს 2,500.0 ლარი, ხოლო სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისთვის არაუმეტეს 20,000.0 ლარი. ამასთან, ერთ განაცხადში შეგიძლიათ მიუთითოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • ფიზიკური პირი,
  • სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება  - ამხანაგობა;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ი;
  • სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ი)

პროგრამა ხორციელდება აჭარის რეგიონის მაშტაბით.

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  1. ღონისძიების მიმართულებებთან შესაბამისობა;
  2. განაცხადში არსებული იდეის დასაბუთება;
  3. მდგრადობა;
  4. გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. ბიუჯეტის დასაბუთება;
  6. განმახორციელებლის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
  7. განაცხადის ტექნიკური გამართულობა;

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • განმცხადებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი;
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების/ იჯარის / აღნაგობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), იჯარის / აღნაგობის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის / აღნაგობის ხელშეკრულება;
  • თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, თანამესაკუთრეების თანხმობა ან/და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (მხოლოდ მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების ახალი ბაღების კომპონენტში);
  • შესასყიდი საქონლის / მომსახურების ინვოისი / ხელშეკრულება;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (სასოფლო - სამეურნეო გაერთიანების შემთხვევაში);
  • წესდება / კრების ოქმი / (სასოფლო - სამეურნეო გაერთიანების შემთხვევაში) ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
  • სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო / აუდიტორული დასკვნა, განაცხადში წარმოდგენილი თანხების საქონლის / მომსახურების საბაზრო ფასებთან შესაბამისობაზე, რომელშიც აღწერილია დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან ერთვის დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ბაზრის კვლევა, ფოტომასალა, ინვოისები / ზედნადებები და სხვა (თანადაფინანსების სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის რიგითობასა და საჭიროებას განსაზღვრავს სამინისტრო.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

პროგრამის ფარგელბში განაცხადების წარდგენის პერიოდი : 09.02.2026 - 06.03.2026

განაცხადების წარდგენა შესალებელია შემდეგ მისამართებზე :

  • ბათუმი - მამია კომახიძის ქ. №119
  • ქობულეთი - თავისუფლების ქ. №100
  • ხელვაჩაური - დიდაჭარის ქ. №23
  • ქედა - 26 მაისის ქ. №1
  • შუახევი - სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2
  • ხულო - დავით აღმაშენებლის ქ. №3

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1განაცახდის წარდგენა
2წესთან შესაბამისობის დადგენა / მონიტორინგი
3შეფასება
4ბენეფიციარად დამტკიცება
5ხელშეკრულების გაფორმება
6მიღება - ჩაბარება
7მონიტორინგი
8ანგარიშსწორება