პროგრამის პირველი კომპონენტის მიზანია - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი გამოცდილების მიღება და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს -სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის ( ექსპო გრანტის პროგრამის) ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი, ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ან „ მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50 % ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მქონე პირი.
პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
პროგრამის დაფინანსება განხორციელდება რიგითობის პრინციპით, პროგრამისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე. რიგითობა განისაზღვრება პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განაცხადების მიღების თარიღისა და დროის მიხედვით.
დაფინანსების მისაღებად სრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი.
დაფინანსების პირობები
პირველი კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარს დაუფინანსდება მის მიერ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები, კერძოდ:
მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების დაფინანსება განხორციელდება თითოეულ ბენეფიციარზე არა უმეტეს ორი პირისთვის.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ბენეფიციარის მიერ ერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შემთხვევაში, ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსება განხორციელდება არა უმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რა დროსაც მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი, მონაწილეობს ორ საერთაშორისო გამოფენაში და გამოფენებს შორის ინტერვალი არ აღემატება 5 კალენდარულ დღეს, პალატის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება არა უმეტეს 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს პირველი გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და მეორე გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს და ერთი განაცხადი უნდა მოიცავდეს ორივე გამოფენის შესახებ ინფორმაციას.
ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
მიმდინარე