საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

image
პროგრამის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

აღნიშნული პროგრამის გამარჯვებულები ისარგებლებენ DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით. სურვილის შემთხვევაში გაივლიან კონსულტაციას ევროპის ბაზრისთვის საექსპორტო მიმართულების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

გრანტები გათვლილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილთაგან ერთერთით:

⮚ ბიზნესში ქალების ჩართულობა და მათი გაძლიერება (პროექტი დაინტერესებულია ქალი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებით და ასევე ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობით, განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს);

⮚ ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება (იგულისხმება ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირების ეთნიკური მრავალფეროვნება, გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის);

⮚ ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა/ევროკავშირის ბაზარზე წვდომა

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება :

I ლოტი - 5700 ლარის ჩათვლით;

II ლოტი - 5701 ლარიდან 14300 ლარის ჩათვლით;

III ლოტი - 28600 ლარიდან 50000 ლარის ჩათვლით.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტი (მარნეული, ბოლნისი და დმანისი)

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი სრულწლოვანი

პრიორიტეტი ენიჭებათ ქალებს, ახალგაზრდებს და  თნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

●    იყოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად (იურიდიული ან ფიზიკური პირი)

●  ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდეს პროექტის სამიზნე არეალში (მარნეულის, ბოლნისის ან დმანისის მუნიციპალიტეტში);

●    უნდა გააჩნდეს აღნიშნული ბიზნესის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

●    ქმნიდეს სასოფლო სამეურნეო ან არასასოფლო პროდუქტს/მომსახურებას;

●    შეეძლოს საკუთარ ბიზნესში თანხობრივი მონაწილეობა, შემდეგი განაწილებით:

  • 5 700 ლარის ჩათვლით მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
  • 5 701 ლარიდან - 14 300 ლარამდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
  • 28 600 ლარიდან - 50 000 ლარის ჩათვლით მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 50%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა.

● ბიზნეს იდეის კონკურსის გადალახვის შემდეგ, შერჩეული კონკურსანტი სრულად უნდა დაესწროს ორ დღიან ტრენინგს, რომელიც გაიმართება მათთვის შესაბამის მუნიციპალიტეტში და შემდგომ წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა;

● დაფინანსებული ბიზნესისთვის პერიოდულად მოეწყობა მონიტორინგის ვიზიტი, ასევე მოუწევს კვარტალური ანგარიშის წარმოდგენა პროექტის წინაშე, როგორც საქმიანობის ასევე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ;

●დაფინანსებული ბიზნესებისთვის პერიოდულად მოეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მიერ და რომელზე დასწრებაც იქნება სავალდებულო ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.   შევსებული ბიზნეს იდეის განაცხადი PDF ფორმატში, ხელმოწერისა და თარიღის მითითებით;

2.    ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბიზნესის საქმიანობის შესახებ.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

განაცხადების წარდგენის ვადა:  2024 წლის  04 მარტი

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1ბიზნეს იდეის განაცხადების მიღება
2იდეის განაცხადების განხილვა კომისიის მიერ
3ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგის განხორციელება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში
4ბიზნეს გეგმების მიღება
5ბიზნესის განხორციელების ადგილის მონიტორინგები
6კონტრაქტის გაფორმება