მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების განვითარების პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

  • ტურიზმის განვითარება
  • მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების განვითარება
  • სასტუმრო სტანდარტების გაძლიერება

 

 

 

 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ითვალისწინებს მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების - სასტუმროებისთვის ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით ვარსკვლავების მინიჭების 50% - 80% იან თანადაფინანსებას.

ჰორეკა ჰოტელ სტარ-ში გაწევრიანების ღირებულება განისაზღვრება ობიექტის ტიპის ან/და ნომრების/ადგილების რაოდენობის მიხედვით. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება  სრული წევრობის სტატუსი, რაც მოიცავს ჰორეკა ასოციაციის და კლასიფიკაციის წევრობას.

აღნიშნულ ფასებზე დაყრდნობით 1, 2 და 3 ვარსკვლავის სასტუმროებს დაუფინანსდებათ 80%, ხოლო 4 ვარსკვლავიან სასტუმროს შემთხვევაში 50%. 5 ვარსკვლავიანი სასტრუმროები პროექტის თანადაფინანსებით არ სარგებლობენ.

 

 

 

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

საქართველოს მთელი ტერიტორია  გარდა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმისა

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლასიფიკაცია

 

 

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • პროექტში მონაწილეობა შეუძლია რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლასიფიკაცია;
  • სასტუმრო უნდა მდებარეობდეს რეგიონში
  • არ უნდა იყოს ფრენჩაიზით მოოპერირე ობიექტი
  • გასათვალისწინებელია, რომ პროექტში მონაწილე სასტუმროები უზრუნველყოფენ ექსპერტების ტრანსპორტირების, კვებისა და განთავსების ხარჯებს

 

 

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვება აპლიკაციის ფორმის შევსება ვებ გვერდიდან  Horeca Hotel Star Georgia  

 

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე  (17.07.2023 – 31.07.2024)

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროექტში ჩასართავად მონაცემები უნდა შეივსოს ვებ- გვერდიდან: www.horeka.ge/ka/project-ge