პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამა ითვალისწინებს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარისა.
ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში (თვითმმართველი ქალაქების გარდა)
განაცხადის რეგისტრაციის დროს მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თანმდევი დოკუმენტებიდან, რომელიმე იქნება გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.
განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 22 აპრილს 12:00 სთ-ზე და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.