პროგრამა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შესაბამისი მექანიზმების შეთავაზებით.
პროგრამის კომპონენტები
- სესხის გარანტია
- სესხის სუბსიდირება
- გრანტი (პროექტი “მზის კარი” მონაწილებისათვის)
პროგრამის პირობები
- სესხის ვალუტა - ლარი;
- მიკრო სესხ(ებ)ის მოცულობა - 20 000 ლარიდან 70 000 ლარამდე;
- სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით
- სესხის პროცენტის სრული სუბსიდირება - 5 წელი;
- საშეღავათო პერიოდი - არანაკლებ 6 თვე სესხის ძირი თანხის დაფარვაზე;
- "მზის კარის" ბენეფიციარისთვის განკუთვნილი გრანტი - ათვისებული მიკრო სესხის მოცულობის 25%.
განვითარების სესხის პროგრამის პირობები
- სესხის ვალუტა - ლარი;
- განვითარების სესხის მოცულობა - 70 000 ლარიდან 150 000 ლარამდე;
- სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით;
- შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 8.5% ოდენობით.
დამატებითი პირობები
- პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხ(ებ)ზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია ფიქსირებული 8.5%-ის ოდენობით;
- პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი განთავისუფლებულია - სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშის და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს/ჯარიმისგან.
- პროგრამის ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს „განვითარების სესხით“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე პროგრამით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლისას, ათვისებული მიკროსესხ(ებ)ის მიზნობრივი გამოყენება დასტურდება ჩატარებული მონიტორინგით, ასევე ბენეფიციარს არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და ბენეფიციარი აკმაყოფილებს განვითარების სესხით სარგებლობისთვის კორპორაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს
- “განვითარების სესხით” სარგებლობისას, ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ საგარანტიო კომპონენტის გამოყენება
- “განვითარების სესხით” სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ