მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აღჭურვილობის თანადაფინანსება

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის ფარგლებში, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.

  • კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%  შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80% თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.
  • გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80% თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა:

  • ხის ან/და პენოპოლისტიროლის სკა;
  • თაფლის საწური (ციბრუტი);
  • თაფლის შესანახი ავზი;
  • ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
  • ფიჭის ანათლის ავზი;
  • ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენ

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივივები

პროგრამა ხორციელდება ქვეყნის მაშტაბით

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

მეფუტკრეობის საქმიანობები

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • კოოპერატივის წარმომადგენელობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • შედარების აქტი ანდა ცნობა სსიპ  შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კოოპერატივის წევრთა და მეპაიეთა რეესტრის ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის მეპაიეთა კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების, ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ;
  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო აუდიტორული დასკვნა საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობის შესახებ;
  • კოოპერატივის საბანკო რეკვიზიტები;
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, ან სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის მომსახურების ინვოს(ებ)ი ან და ხელშეკრულება;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენასაც განსაზღვრავს სააგენტო.
image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1კოოპერატივის მიერ შევსებული განაცხადის და აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის წარდგენა ვებ გევრდზე
2კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადს ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
3განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე.