მესაქონლეობის და მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ფერმების მოწყობა

image
პროგრამის მიზანი:

 

  • სამიზნე რეგიონებში მეცხოველეობის (მერძევეობა) და მეფუტკრეობის სფეროში ჩართული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ფერმერების გაძლიერება;
  • მერძევეობისა და მეფუტკრეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარეების პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნითა აღჭურვა;
  • სურსათის უვნებლობის საქმიანობის შესაბამისობის გაუმჯობესება ვეტერინარიისა და სანიტარული/ფიტოსანიტარული ნორმების კუთხით;
  • მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელის მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, მათი ყიდვის გაცნობიერებული ხელშეწყობის მიზნით.
  • სოფლად სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემოსავლების ზრდის გზით.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), შეარჩევს 8 ფერმას (თითო სადემონსტრაციო ფერმა თითო რეგიონში თითო მიმართულებით – 4 ფერმა მესაქონლეობა (მერძევეობა); 4 ფერმა (მეფუტკრეობა) პროექტის სამიზნე რეგიონებიდან კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ფერმერული მეურნეობის განვითარებით.

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს სრულწლოვან მოქალაქე, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და სახელმწიფოს წინაშე არ გააჩნია რამე სახის დავალიანება;
  • დაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულებას იღებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA) დაუთმოს საკუთარი ფერმა პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით;
  • საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულებას იღებს თანამონაწილეობის თანხა (მოთხოვნილი დაფინანსების მინიმუმ 30%), ჩარიცხოს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანგარიშზე (GFA), საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
  • ბიზნესის განხორციელების ადგილი უნდა მდებარეობდეს პროექტის სამიზნე ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პირველ ეტაპზე განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სრულყოფილად შევსებული ბიზნეს გეგმის სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი და დასკანერებული PDF ფორმატში. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება და შევსებისას გამოიყენოთ მხოლოდ ქართული სიმბოლოები).
  • განაცხადს თან უნდა ერთოდეს ბიზნესის განხორციელების ადგილიდან ფოტო მასალა, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს ნათელი წარმოდგენა შეიქმნას ბიზნესის მდგომარეობის და/ან მისი განვითარების პოტენციალის შესახებ. ფოტო მასალის გარეშე განაცხადი არ განიხილება.

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1განაცხადის შევსება ვებ გვერდიდან : https://grants.gfa.org.ge/grants/capca/