სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, ახორციელებს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები.
პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალურ ფორმატზე და შედგება 3 ფაზისგან:
პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე.
პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
*პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერები, კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებით, გაღრმავებით ან/და გააქტიურებით.
პროგრამის ხორციელდება საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერებს, კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებით, გაღრმავებით ან/და გააქტიურებით.
კომპანია 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია, არაუგვიანეს 2025 წლის 22 თებერვლისა
შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი იგზავნება ელ.ფოსტაზე: applypwg@gmail.com
(თემა:Partnering in Business with Germany - სახელი და გვარი).