მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
  • პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

როგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე, არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობები, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვას/შექმნას და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებას. 

თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. 

განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

შენიშვნა: დაბა ბაკურიანში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა გუდაურსა და დაბა მესტიაში არ დაფინანსდება სასტუმროსა (მათ შორის საოჯახო ტიპის)  და კვების ობიექტის მოწყობა. 

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. (მაღალმთიანი  დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით  „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე)

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • პოტენციური ბენეფიციარი, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში - 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები
  • პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს შეიძლება  წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები, მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული სესხი/ლიზინგი.
  • უძრავი ქონება, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან / მუნიციპალიტეტის ორგანოსგან / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/აღნაგობის უფლებით.
  • იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 
  • უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა.
  • (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა, მხოლოდ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით დამტკიცებული სესხისთვის).
  • ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
  • სასტუმროს (მათ შორის საოჯახო ტიპის)  დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, დასაფინანსებელი ობიექტში დაგეგმილი უნდა იყოს არანაკლებ 5 ნომრის და არანაკლებ სველი წერტილის მოწყობა.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ინდ. მეწარმის შემთხვევაში).

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

3. უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ამონაწერ(ებ)ი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონების შესახებ,

5. თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და სესხის/ლიზინგის დამტკიცების თაობაზე ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება).

6. შესაძენ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი ინვოისი/ხელშეკრულება/სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვა და შენობის არქიტექტურული პროექტი;

7. ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ ან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან მისი გადახდის ვალდებულების შესაბამისი კანონის საფუძველზე შეჩერების შესახებ.

8. საბანკო რეკვიზიტები.

9. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

 

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყება 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1ვებგვერდზე https://my.rda.gov.ge/signin რეგისტრაცია
2განაცხადის და ბიზნეს მოდელის შევსება;
3წარმოსადგენი დოკუმენტების ატვირთვა;